სუპერიორ კატეგორიის ოთახი სასტუმრო „ქარვასლაში“
სასტუმრო „ქარვასლა“ გთავაზობთ პრემიუმ კატეგორიის ოთახებს ისტორიულ შენობაში. იგი მდებარეობს ძველ თბილისში. ოთახის ფანჯრები კი იყურება ლესელიძის ქუჩისაკენ. ამ ქუჩაზე მდებარეობს მრავალი ღირსშესანიშნაობა – ეკლესიები, ტრადიციული, ქართული ნაწარმის მაღაზიები და კაფე-ბარები.
შენობა წარსულში ნამდვილი ქარვასლა იყო, სადაც აბრეშუმის გზის მოგზაურები და ვაჭრები ღამეს ათევდნენ. პროფესიონალი დიზაინერების გუნდმა შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა, თუმცა ტრადიციული სტილი შეინარჩუნა და იგი სასტუმროს მთავარ ნიშად აქცია.
პრემიუმ კატეგორიის ნომრებში განთავსებულია გასაშლელი დივანი. შესაბამისად, ოთახი განკუთვნილია სამი ზრდასრულისათვის სურვილის შემთხვევაში. ოთახის დეკორაციის ნაწილი – აგურის კედლები კი სტაბილურობისა და სიმყუდროვის სიმბოლოა.
სუპერიორ კატეგორიის ოთახები: თითოეული ნომრის ფანჯრები გადაჰყურებს ლესელიძის ქუჩას. ოთახები აღჭურვილია გასაშლელი დივნით, რომელიც სურვილის შემთხვევაში ასრულებს დამატებითი საწოლის ფუნქციას.
სუპერიორ კატეგორიის ნომრებში განთავსებულია საწოლი, მაცივარი, ტელევიზორი, მაგიდა და სკამი.