სუიტი ტერასით მდებარეობს ისტორიული შენობის ბოლო სართულზე. იგი მოიცავს დიდ სივრცეს, რომელიც თქვენი კომფორტისთვის იდეალურადაა დაპროექტებული. ტერასიდან იშლება საოცარი ხედები თბილისზე. თქვენ დატკბებით როგორც ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ისე თანამედროვე არქიტექტურული ნამუშევრების ცქერით.
სამების ტაძარი არაჩვეულებრივად ჩანს ოთახის ტერასიდან. იგი 2004 წელს აშენდა და “ახალი საქართველოს” სიმბოლოს წარმოადგენს. ის არის ყველაზე მაღალი ეკლესია საქართველოში. მისი ოქროსფერი გუმბათის ცქერა თქვენი ოთახის ტერასიდან განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გარდა ამისა, ოთახიდან იშლება მშვიდობის ხიდის, მტკვრის, რიყის პარკისს და სხვა საინტერესო ადგილების ხედები.
ოთახებში განთავსებული შიდა აბაზანა, რომელიც განსაკუთრებული სიმყუდროვის განცდას მოგანიჭებთ.
ბოლო სართულზე არსებული სუიტი ტერასით აღჭურვილია შიდა აბაზანის ნიჟარით. ოთახის საერთო ფართობია 35 მ2. ტერასა გადაჰყურებს ძველ თბილისს.