პანორამა სუიტი სასტუმრო „ქარვასლას“ გამორჩეული ნომერია. მას გააჩნია პანორამული ტერასა, რომელიც გადაჰყურებს ძველ თბილისს.სასტუმრო “ქარვასლაში” დაგხვდებათ ნომერი სახელწოდებით “პანორამა სუიტი
ოთახს აქვს ტერასა პანორამული ხედით ძველ თბილისზე.სასტუმროში თითოეული ვიზიტორი შემოსვლისთანავე შეძლებს დროში მოგზაურობას. ამის მიზეზია სასტუმროს ისტორიული მნიშვნელობა. შენობა ძველად ნამდვილ ქარვასლას წარმოადგენდა. შეულესავი წითელი აგურის ნაგებობა გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. იგი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. სწორედ ამიტომ, „ქარვასლა“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საქართველოს კულტურით არის დაინტერესებული. „პანორამა სუიტი“ ტერასა გადაჰყურებს ისტორიული მნიშვნელობის რიყის პარკს. რიყე მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ერთ დროს იგი ტრანზიტულ გზას წარმოადგენდა მოგზაურთათვის. მეცხრამეტე საუკუნეში რიყის პარკში ხმაურიანი ვაჭრობა მიმდინარეობდა, სადაც მუშაობდნენ მცხობელები, მეთევზეები, ყასაბები და სხვ.
„პანორამა სუიტი“ წარმოადგენს მყუდრო ოთახს 40 მ2 ტერასით. შესაბამისად, შესაძლებელია პანორამული ხედებით ტკბობა სამების, რიყის პარკისა და სიონის ხედებზე. ოთახი აღჭურვილია ყავისფერი აბაზანით, დიდი ზომის საწოლით, მაცივრით, ტელევიზორით, მაგიდითა და სკამით.
0 Reviews
There are no reviews yet.