დელუქს სუიტი განსაკუთრებული კატეგორიის ნომერია სასტუმრო „ქარვასლაში“.
ისტორიული შენობა, სადაც ახლა სასტუმრო „ქარვასლაა“, წარსულში აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. „ქარვასლას“ მომსახურებით სარგებლობდნენ აზიელი, არაბი, სპარსი თუ ევროპელი მოგზაურები. ახლა კი სასტუმრო გთავაზობთ დელუქს კატეგორიის განსაკუთრებულ ნომრებს.
დელუქს სუიტის კატეგორიის ოთახი გამორჩეულია სხვა ოთახებისგან. მას გააჩნია ტერასა ულამაზესი ხედებით. ტერასაზე კი დაგხვდებათ გარე აბაზანა.
არაფერია ჭიქა ღვინოსთან ერთად გარე აბაზანაში განტვირთვისა და ხედებით ტკბობაზე უფრო სასიამოვნო. ასეთ გარემოში ყველა ფიქრი, ყოველდღიური პრობლემები აუცილებლად დაგავიწყდებათ. წამი კი უსასრულობად გადაიქცევა. თუმცაღა, მხოლოდ ეს არ მოგანიჭებთ კმაყოფილების განცდას სასტუმროში.
„ქარვასლას“ აგურში ნაშენები კედლები, ხელნაკეთი დეტალები, უზარმაზარი ჭაღი დაგაბრუნებთ იმ დროში, როდესაც ამ ტერიტორიაზე გაცხარებული ვაჭრობა მიმდინარეობდა მოგზაურებსა და გამყიდველებს შორის. ახლის შეცნობის შესაძლებლობა სრულყოფილს გახდის თქვენს ვიზიტს ჩვენს სასტუმროში.
დელუქს სუიტი მაღალი კატეგორიის ოთახია. იგი გამოირჩევა ტერასით, სადაც მდებარეობს გარე აბაზანა. ტერასიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, საიდანაც ჩანს ძველი თბილისი, სამების ტაძარი და მშვიდობის ხიდი.