სასტუმრო „ქარვასლა“ – დელუქსი აბაზანით. ოთახების ფართობია 35 მ2. ოთახები გადაჰყურებს სიონის ეკლესიას. ნომერში დაგხვდებათ აბაზანის ნიჟარა.
დელუქსი აბაზანით სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული ოთახია დელუქსი აბაზანით. თითოეული ოთახი მოიცავს 35 მ2-ს, სადაც განთავსებულია წითელი ან ყავისფერი აბაზანის ნიჟარა. აბაზანა ოთახში არც ისე ახალი კონცეფციაა. მე-19 საუკუნეში ასეთი საძინებლები მხოლოდ მდიდარი კლასისთვისა თუ ბურჟუაზიისთვის იყო განკუთვნილი. დამღლელი თუ სასიამოვნოდ დატვირთული დღის შემდეგ საძინებელ ოთახში აბაზანაში ნებივრობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ოთახის პანორამული ტერასიდან იშლება სიონის ეკლესიის დიდებული ხედი. უძველესი ეკლესია თარიღდება მეექვსე საუკუნით. მისი კედლები აგებულია სხვადასხვა მასალისაგან. ეს მეტყველებს მტრის მრავალრიცხოვან შემოსევებზე საუკუნეების განმავლობაში. ხედები გააცოცხლებს თქვენს ფანტაზიას, წარმოიდგენთ ძველ ქუჩებს, ცხენების, ცხენოსნებისა და გაცხარებული ვაჭრობის პეიზაჟებით.
სასტუმრო “ქარვასლა” მდებარეობს თბილისის ისტორიულ შენობაში. იგი განახლდა პროფესიონალი დიზაინერების მიერ. მათ შეინარჩუნეს ძველი კონცეფცია და შეუხამეს ახალს. სასტუმროს ყველა კუთხეში შეხვდებით ხელნაკეთ დეტალებს.