საოჯახო ოთახი შედგება ორი ერთმანეთისგან იზოლირებული ნომრებისგან. ამ ორ ოთახს აქვს მთავარი ერთი შესასვლელი.
ოთახები გადაყურებს ერეკლეს და ლესელიძის ქუჩებს . ერეკლეს ქუჩა არის თბილისის უძველესი ქუჩა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს. ეს იყო ადგილი ბევრი საინტერესო ხალხით როგორც ვაჭრებით ასევე ხელოსნებით.
საოჯახო ნომრის მთავარი შესასვლელის თაღოვანი კარი განსაკუთრებულია, ეს არქიტექტურული მახასიათებლები არა მხოლოდ აძლიერებს ოთახის ესთეტიკურ მიმზიდველობას, არამედ ქმნის მყუდრო ატმოსფეროს სტუმრებისთვის.