ქარვასლა სუიტი
სასტუმრო “ქარვასლაში” სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სასტუმროს ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომრით. ოთახის სახელწოდებაა „ქარვასლა სუიტი
მოცემულ ოთახში გაერთიანებულია როგორც შენობის ისტორიული, ისე თანამედროვე შტრიხები. ამ განსაკუთრებულ ოთახს აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი, ოთახი-გარდერობი და გრანდიუზული სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ორი ადამიანისთვის. პანორამული ტერასიდან ჩანს ლესელიძისა და ერეკლეს ქუჩები, რიყის პარკი და თვალწარმტაცი სამების ტაძარი.
ნაგებობა ისტორიულ შენობას წარმოადგენს. ქარვასლები ძველად თბილისის ურბანული ქსელის უმთავრეს ნაწილს შეადგენდნენ. მაშინ, როდესაც აბრეშუმის გზა აზიისა და ევროპის მთავარი მაკავშირებელი იყო, ქარვასლა წარმოადგენდა ვაჭრობის, გართობისა და დასვენების ცენტრს.
ოთახის საერთო ფართობია 95 მ2. მას აქვს მისაღები სივრცე, საძინებელი, ოთახი-გარდერობი და სააბაზანო, რომელიც განკუთვნილია ორი ადამიანისთვის. ოთახი მოიცავს პანორამულ ტერასას, საიდანაც ჩანს ძველი თბილისი. ოთახში დაგხვდებათ სასმელების ბარი.