სასტუმრო „ქარვასლა“ გთავაზობთ მყუდრო, სტანდარტული კატეგორიის ოთახებს. ამ კატეგორიის ზოგიერთი ნომერი გადაჰყურებს ისტორიულ ქუჩას, სადაც მდებარეობს ძველებური ხალიჩების მაღაზია.
ხედი მოგაგონებთ შუა საუკუნეების პერიოდის გაცხარებულ ვაჭრობას – დროს, როდესაც თბილისი საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი იყო აბრეშუმის გზის ვაჭართათვის. სპარსული ხალიჩების ყიდვა-გაყიდვის ხელოვნება 2 500 წელს ითვლის. სწორედ ასეთ ძველებურ და ტრადიციულ ხალიჩებს დაინახავთ თქვენი ოთახის თაღოვანი ფანჯრებიდან.
ოთახებისა და მთლიანად სასტუმროს დიზაინი შექმნილია პროფესიონალი დიზაინერების მიერ. გათვალისწინებულია ისტორიული შენობის ძველი სტილი. უზარმაზარი ჭაღი, რომელიც სასტუმროს შემოსასვლელში დაგხვდებათ, ხელით შექმნილია და მასში დაინახავთ როგორც წარსულის ანარეკლს, ისე თანამედროვე, 21-ე საუკუნის დეტალებს.
ზოგიერთ ოთახს გააჩნია თაღოვანი ფანჯრები. ისინი გაგახსენებთ ძველებურ ნაგებობებს შუა შაუკუნეებიდან, როდესაც ასეთი დიზაინი ყველაზე მეტად იყო აქტუალური.
ზოგიერთო ოთახი გადაჰყურებს ხალიჩების მაღაზიას, ხოლო ზოგი – ლესელიძის ქუჩას. ოთახების ფართობია 17-18 მ2. ისინი მდებარეობს პირველ და მეორე სართულებზე. ზოგიერთ მათგანს აქვს თაღოვანი ფანჯრები დასასხდომი კომფორტული რაფებით. ზოგიერთ ოთახში კი დაგხვდებათ აგურის კედლები.