დიახ, ეს არის ადგილი, სადაც იშლება ზღვარი წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის, რასაც თითოეული სტუმარი ამ უნიკალურ შენობაში მოხვედრის პირველივე წამიდან შეიგრძნობს…
სასტუმრო ქარვასლა ძველ თბილისში სამი ქუჩის გზაშესაყარზე, აბრეშუმის დიდ საქარავნო გზაზე დგას, სწორედ ამიტომ საუკუნეების წინ მოგზაურები აქ ცხენებსა და აქლემებს ასვენებდნენ მომავალი დღის გასაგრძელებლად. შენობა მე-19 საუკუნის მავრიტანული სტილის შედევრს წარმოადგენს, მის სრულ რეკონსტურქციას 3 წელი დაეთმო და ქვეყნის საუკეთესო დიზაინერებისა და არქიტექტორებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა იმუშაბა. დღეს, ის თავის პირვანდელ დანიშნულებას დაუბრუნდა და ამაყად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს.
ქარვასლის შენობა 1893-1895 წლებში აშენდა და ეზოს ულამაზეს ღია სივრცესაც შეიცავს. ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც შეუნარჩუნდა თავისი ავთენტურობა და ამავდროულად ჰარმონიულად ერწყმის 21-ე საუკუნის არქიტექტურას, 48 ნომრიანი მაღალი კლასისა და სტანდარტების ოთახებისგან შედგება. ნაფიქრია, თითოეულ დეტალზე, ფაქტურასა და ფერზე, რათა სასტუმროს ინტერიერი და სივრცეები სრულად შერწყმულიყო ამ ადგილის ეკლექტურ განწყობასთან, ამასთანავე მაქსიმალურად შენარჩუნებულისო მისი ავთენტურობა.
შენობის ექსტერიერიც ძცელებური იერსახით შენარჩუნდა, შეულესავი წითელი აგურის ნაგებობა მაღალი მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა, ხოლო ყველა მისი ნომრიდან (ძველი) თბილისის ავთენტური ხედები იშლება.
სასტუმრო მარჯვენა მხრიდან ძველ საკათედრო ტაძარს „სიონის“ უყურებს, სადაც ძველებური ხალიჩების შედევრებიც გასაყიდად პირდაპირ, ქუჩაზეა დაგებული. მარცხენა მხრიდან სასტუმროს ძველისძველი – სავაჭრო ქუჩა – ლესელიძე დაუყვება, რომელიც ებრაული დავითის სალოცავთან და მუსლიმურ მეჩეთთან ჩადის. წინ კი, მთავარ შესასვლელთან, გრძელ რიგში ეკლექტური, ქართული, ევროპული, აზიური კაფე-ბარები და მაღაზიებია ჩამწკრივებული.
ქარვასლა თბილისში უნიკალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. აქ 5 წუთით ფეხით სავალზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – “აბანოთუბანი” გოგირდის, მოქმედი ცხელი აბანოებით, რომელსაც თბილისის დაარსების ლეგენდა უკავშირდება.
მეორეს მხრივ 5 წუთში, ავდივართ ქალაქის მთავარ – თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს სიმბოლო – წმ. გიორგის მონუმენტია აღმართული. აქვეა თბილისის ერთ-ერთი უდიდესი მოლი “გალერეა”, რომელიც არაერთ ბრენდს აერთიანებს. მთავარ ქუჩაზე, კი სანამ ოპერასა და რუსთაველის თეატრთან (ქვეყნის მთავარ დრამატულ თეატრთან) მივალთ, შეხვდებით ისეთ მაღაზიებს, როგორებიცაა Chronograph, Swarovski და Boygars, რომელიც ისტორიულ შენობაში, 7 სართულზეა გაშლილი. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ისეთი ბრენდების უახლესი კოლექციები, როგორებიცაა: Valentino, Saint Laurent, Khaite, Zimmermann და სხვა.
კულტურული გავლენები, აღმოსავლური უშუალობა თუ ესთეტიკა და მასთან შერწყმული სასტუმროს LUX ფუფუნება, მასში განთავსებულ ღვინის სარდაფებით, უნიკალური ღვინის სახებებითა და ცნობილი შეფ მზარეულის კულინარიული შედევრებით, შლის ყოველგვარ დროით საზღვრებს და შერეულ, კონტრავერსულ და საოცარ ემოციებს განგაცდევინებს, ხანდახან თითქოს არარეალურსაც.
ქარვასლა არის ადგილი, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, ყველა მის სტუმარსა და მოგზაურს დაუვიწყარი ემოცია და უკან დაბრუნების სურვილი გააყოლოს თან.